ბინების განაწილება ახალსოფელში


  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ბინების განწილების პროცესი იმ დევნილებისთვის, რომლებსაც განაცხადი ქონდათ შევსებული ახალსოფლის რეაბილიტირებულ ყოფილ სკოლა-ინტერნატში. მიმდინარე პროცესს აკვირდებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები: ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როსტომ კობახიძე, სოციალურ საკითხთა განსახლებისა და სამმართველოს უფროსი რეზო ქობალია და ასევე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო ზემო სვანეთის წარმომადგენელი.
მანუჩარ ჩილაჩავა, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: „ბინების განაწილების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ბინები უნდა გაცემულიყო 42 ოჯახზე, მაგრამ დღეს გაიცა 39 ოჯახზე. რაც შეეხება იმ სამ დევნილ ოჯახს, შეაბამისი კომისია ხელახლა შეისწავლის მათ საკითხს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.