- საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ზუგდიდელი პოეტის ლამზირა ფირცხალავას საღამო.
ქალბატონი ლამზირა ბავშვობიდან წერს. ეწევა ლიტერატურულ-სამეცნიერო მუშაობას და რამდენიმე წიგნის ავტორია. ლამზირა ფირცხალავამ საზოგადოებას გააცნო ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდა პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი და დიპლომატი რაულ ჩილაჩავა.