- ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი ორი მუხლით წარედგინა – 108-ე, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.
მედიის ინფორმაციით, ადვოკატის განმარტებით, დაკავებული ბრალს აღიარებს.
შემთხვევა 16 იანვარს მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ერთ-ერთ ოთახში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი მამაკაცი, ბინაში მარტო ცხოვრობდა.