ბავშვებს, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ


  • პარლამენტის განათლების კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომლის გათვალისწინებით, ბავშვებს, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.

აღნიშნული ცვლილებების ბიუროს სხდომისთვის წარდგენა მომავალ კვირას იგეგმება.

დღეს მოქმედი კანონით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.