- ზუგდიდში “საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დააბრუნეს.
ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში ხუთი დღე გაატარა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესი 8 მაისს განახლდება.
ინფორმაციისთვის: ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა.