დღეს, 26 თებერვალს, ქ. ზუგდიდში, საქართველოს ახალი კანონპროექტის “ტყის კოდექსის” სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს. -კანონპროექტი ძირეულად შეცვლის სამართლებრივ ურთიერთობებს სატყეო დარგში და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. -ამბობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი. –შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და გუბერნატორები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ შეშის მოთხოვნა-მიწოდების პრობლემაზე ისაუბრა.