- აფხაზეთის მეთერთმე საჯარო სკოლის მე–10 კლასის მოსწავლემ, ინტერნეტტელევიზია zugdidi tv–ის დამფუძნებელმა ლუკა ჩანგელიამ ტელევიზიის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა და სეზონი შეაჯამა.
ახალგაზრდული ინტერნეტ ტელევიზია zugdidi tv მიმდინარე წლის 10 აპრილს დაფუძნდა, ის პირველი ახალგაზრდული ინტერნეტტელევიზიაა რეგიონში, სადაც ძირითადად, ახალგაზრდები არიან დასაქმებული.
მერიაში გამართულ შეხვედრას ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების უფროსი დავით შამათავა, ზუგდიდის ამერიკული კუთხის, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ოფისისა და ზუგდიდის ტექნოპარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.