აქციის მონაწილე ქალები პარლამენტისკენ გაემართნენ


გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია განაახლეს მას შემდეგ, რაც დილით ქალაქის მერიამ გარევაჭრობის ნება არ მისცა. 50 – მდე ქალბატონმა პროტესტის ნიშნად ჭითაწყარის ცენტრალური შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სცადა, მაგრამ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.შეხლა-შემოხლისას, ორი ქალბატონი ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მოვაჭრეები ამბობენ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ისინი დაშლას არ აპირებენ და აქციებს  ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან განაგრძობენ. მოვაჭრეები ფეხით მსვლელობით, საპატრულო პოლიციის თანხმლებით,  მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვამდე მივიდნენ, იქაც სცადეს რამდენიმე წუთით გზის გადაკეტვა, მაგრამ სამართალდამცავებმა ისევ შეუშალეს ხელი. ამ წუთებში, 40მდე მოვაჭრე ქალბატონი ქუთაისისკენ მიემართება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=S5Xgyk88tZU[/embedyt]

მოვაჭრე ნიკა კალანდია ამბობს, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული აქციებს არ შეწყვეტენ. ,,ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Twd56NFxdwc[/embedyt]

ერთი-ერთმა მოვაჭრემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა: “ქუთაისში, თბილისში, ბათუმში,  ყველგან დავრეკეთ, გარევაჭრობა ყველგან არის ნებადართული და ჩვენც ვითხოვთ ზუგდიდში გარევაჭრობის ნებართვის გაცემას”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=lt7CCVg37-I[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!