აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ორი ადამიანი გარდაიცვალა. 

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 135 ადამიანი იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაში, მათგან 113-ს დადასტურებული აქვს COVID-19. 29 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 36 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 13 პაციენტი კლინიკიდან გაწერეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 + 10 =

Akismet ანტისპამი