აფხაზეთში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი


  • დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსზე 464 პირი გამოიკვლიეს. ვირუსი 247-ს დაუდასტურდა. გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 3 პაციენტი გარდაიცვალა. სოხუმის ინფექციურში კი ვირუსით 1 კოვიდინფიცირებული პირი, 64 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  51 101 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 43 427, ხოლო გარდაიცვალა 642 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ten + 14 =

Akismet ანტისპამი