- აფხაზეთში 540 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 198 – ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე – ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების 39581 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34588, გარდაიცვალა 585 ადამიანი.