- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 497 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა.
დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, რომლებიც რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 31 194 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 450, გამოჯანმრთელდა 26 512 მოქალაქე.