- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 369 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 118 ახალი შემთხვევა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 25 834 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 391, გამოჯანმრთელდა 21 770 მოქალაქე.