აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 73 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან რვის მდგომარეობა მძიმეა, 14-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 825 ადამიანს აღწევს, რომელთაგანაც 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვლა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × four =

Akismet ანტისპამი