აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  • ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსისგან მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 84 წლის ინფიცირებული ქალი, რომლის მდგომარეობაც სახლის პირობებში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დამძიმდა, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, პანდემიის გავრცელების დღიდან აფხაზეთში, საერთო ჯამში, ინფიცირების 674 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 ადამიანი დაღუპულია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.