აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 63 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის კი, საშუალო სიმძიმის. ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 726-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულა რაოდენობა 192-ს შეადგენს.

აფხაზეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × two =

Akismet ანტისპამი