- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მედიის ინფორმაციით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 48 პაციენტს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მათგან 7 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ათის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 536 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 158 გამოჯანმრთელდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.