- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით ოჯახებს 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი გადაეცა.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით, 2010 წლიდან მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.
ფოტო: ინტერნეტი