ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მხარს უჭერენ უკრაინის სეპარატისტული „რესპუბლიკების“ აღიარებას


  • ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

ასლან ბჟანია სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება “სამართლიანია, გეოპოლიტიკური რეალობის ადეკვატურ შეფასებაზეა დაფუძნებული და შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს”.

„როგორც რუსეთის მოკავშირე, აფხაზეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება ხელს უწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხალხებს ვუსურვებ სიტუაციის სწრაფ ნორმალიზაციას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა ბჟანიამ.

ანატოლი ბიბილოვმა პუტინის გადაწყვეტილებას “მოსალოდნელი და გამართლებული” უწოდა.

„დონბასის აღიარება ნიშნავს უკეთესი მომავლის იმედს მილიონობით ადამიანისთვის. ისევე, როგორც რუსეთისგან აღიარება უკვე 13 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მშვიდობას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიწაზე“, – განაცხადა ბიბილოვმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.