არჩევნებამდე ერთი დღით ადრე–პასიური საარჩევნო სუბიექტები


  • “ზუგდიდელებმა,” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, დაურეკა მერობის მსურველ ყველა საარჩევნო სუბიექტს და სთხოვა შეეფასებია ის წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც მას მოუხდა საარჩევნო აქტივობების ჩატარება.

წინასაარჩევნო პერიოდის ძირითადმა და აქტიურმა კანდიდატებმა: სანდრა რულოვსმა, გეგა შენგელიამ, დომენტი სიჭინავამ და თენგო ჯგუშიამ უკვე დააფიქსირეს ჩვენს საიტზე თავიანთი პოზიცია.

მერობის კანდიდატები: პაატა პირტახია,-თავისუფლება, ზვიად გამსახურდიას გზა”-#31, გიორგი ჩიაშვილი, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”-#38, ალექსი ნონიაძე, “პოლიტიკური პლატფორმა-“ახალი საქართველო”–#27, ლიკა ბუკია, “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”–#21, სოფიო კანდელაკი, “თავისუფალი საქართველო”–#9 “ზუგდიდელების” სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ

მალხაზ ლეჟავას, “საქართველო ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”-#33 მერობის კანდიდატის ტელეფონი რეგისტრირებული არ არის და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ნანი ხუციძის “ქრისტიან-კონსერვატორები” #39, ტელეფონზე სხვამ გვიპასუხა: “ქალბატონი ნანი არ ვარ, და ვარ, რომელიც ეხმარება მას განსაკუთრებულ საქმეებში და ამ წუთში დაკავებულია და ვერ გიპასუხებთ.”

მამუკა გერმანიშვილი, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”#1 მერობის კანდიდატმა მოგვიბოდიშა: “ძალიან დიდი ბოდიში, მამა გარდამეცვალა და თავს შევიკავებ კომენტარისგან”.

პოზიცია დააფიქსირა და გარემო შეაფასა მერობის კანდიდატმა დავით თორდიამ, რომელმაც თავისი კანდიდატურა მოხსნა. ის ამბობს, რომ ზუგდიდში რევოლუციური სცენარი მზადდება.

ასევე, კანდიდატურა მოიხსნა, მაგრამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა დათა გაბეჩავამ , “ახალი ქრისტიან დემოკრატები”-#23: “მე კანდიდატურა მოვიხსენი გეგა შენგელიას სასარგებლოდ. ზუგდიდში კარგი განწყობაა, ზუგდიდელები მხარს გეგას უჭერენ, მან უნდა გაიარჯვოს. ეს არის ყველას განწყობა. ჩემი მხარდამჭერები ხმას გეგას აძლევენ.”

კანდიდატურა მოიხსნა გოგიტა ბიგვავამაც , “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”-#4. მისი თქმით, ზუგდიდში “დაძაბული ფონია. ამას ცხადყოფს ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადება, ზუგდიდის საოლქოში განვითარებული მოვლენები.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!