“არტ თერაპია” მოსწავლეებთან და “ეკო ხელნაკეთთან” ერთად


  • ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის IIე კლასის მოსწავლეები და სახელოსნო “ეკო ხელნაკეთი” ერთობლივ პროექტს “არტ თერაპია – ხელსაქმე საქველმოქმედო მიზნებისათვის” ახორციელებენ.

პატარები და მათი მშობლები ორი დღის მანძილზე ქმნიდნენ საახალწლო სათამაშოებსა და აქსესუარებს. პროცესი სახალისო, შემეცნებითი და პროდუქტიული იყო. ერთობლივი ძალისხმევით ბევრი ლამაზი ნივთი დამზადდა.

პროდუქცია სკოლის საახალწლო ღონისძიებაზე, საქველმოქმედო მიზნებისათვის მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე გაიყიდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პატარები მათ მიერ დამზადებულ ნივთებს თავად გაყიდიან. შეგროვილი თანხით კლასი სოციალურად დაუცველ თანატოლებს დაეხმარება.

იდეის ავტორი კლასის დამრიგებელი, დარიკო დარსანია: “ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს მცირე ასაკში ჩავუნერგოთ სიკეთის კეთების სიყვარული, ვასწავლოთ ქველმოქმედება. “ჰუმანური (საზოგადოება) საქართველო” ჩემი დიდი მოტივაცია იყო, საახალწლოდ განმეხორციელებინა ჩანაფიქრი.

ხელსაქმის გაკვეთილებისათვის სახელოსნო “ეკო ხელნაკეთი” შევარჩიეთ, რადგან უკვე გვქონდა წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. პატარებს ძალიან მოეწონათ პროცესი. ერთი სული აქვთ, როდის გავახარებთ მათ თანატოლებს. პროექტს არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და ჩვენ მას მომავალშიც გავაგრძელებთ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!