78 წლის, სოციალურად დაუცველი, ჟუნა ჯღარკავა, 30 წელიწადია, ჭითაწყარის ონარიის დასახლებაში ცხოვრობს, მას მეუღლე და ვაჟი გარდაცვლილი ყავს. მარტოხელა ქალბატონი ორ პატარა, კედლებგაბზარულ და ნესტიან ოთახში ცხოვრობს. შეშის არქონის გამო, უწევს გამათბობლის ჩართვა, რომელიც ხშირად გამორთული აქვს, რადგან ვერ ახერხებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაადგილებას და ექიმთან ვიზიტს ვერ ახერხებს. მისი საარსებო წყარო სოციალური დახმარება და პენსიაა, რომელიც მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნის.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=XhdJW2kK1xQ[/embedyt]
„ ვაი, ჩემს ცხოვრებას, არ მეგონა ამ ასაკში, ასეთ პირობებში თუ ვიცხოვრებდი. არავინ იცის, ვის როგორი სიბერე ექნება. მთელი დღე, ორ ოთახში, ტელევიზორის გარეშე ვარ გამოკეტილი. ფეხები და ხელები მტკივა. მიჭირს მოძრაობა. სველი წერტილებს, არ მაქვს. საპირფარეშო შორსაა, წამლებისთვის ფული არ მყოფნის, ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს, ვისთვის ვიცხოვრო? შვილის მოგონებით მთელი დღე ვტირივარ.’’