- 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ ტყიბულში საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული 2026“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ღია ტურნირი, ასაკობრივი ჩემპიონატები 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
ელვისებურ ჭადრაკში წარმატებით იასპარეზა ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, ანდრია ჯახაიამ (მწვრთნელი – დავით ჯოჯუა). 100-მდე მონაწილეს შორის ჯახაიამ 9 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა და საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა.
