- კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის გამო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
“გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან და წვეულებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. გთხოვთ, როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, დარჩით სახლში!“, – განაცხადა მერკელმა.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 4 325 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 12 ადამიანი დაიღუპა.