ანა ხუბუას ვიზაჟისტური გზა


  • ანა ხუბუა აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გახლავართ. ის ზუგდიდში დაიბადა, მაგრამ მისი ფესვები აფხაზეთიდანაა. დღემდე აწუხებს ის, რომ მის ფესვებს ვერ ეფერება. ყოველთვის სევდიანად ამბობს, “გამარჯობა, აფხაზეთო შენი”. გული წყდება მშობლიურზე, რომელიც “არც თუ ისე შორია”.

ანა ვიზაჟისტია. უყვარს თავისი საქმე და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ის დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ახალგაზრდაა.

-ანა როდის დაინტერესდი ვიზაჟისტობით?

-ბავშვობიდან მიყვარდა კოსმეტიკა. ხშირად ექსპერიმენტებს ვატარებდი და როგორც მეუბნებიან, ყოველთვის კარგად გამომდიოდა. წარმატებით დავასრულე ვიზაჟის შემსწავლელი პროფესიონალური კურსები, როგორც თბილისში, ისე ზუგდიდში. ვიყავი ერთ-ერთი კონკუსის გამარჯვებული. 13 წლიდან, უკვე სამი წელია ვმუშაობ ამ სპეციალობით. სწავლას და მუშაობას ერთმანეთს ვუთავსებ. მასალებს რაც შეეხება, ვიყენებ უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკით.

-ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გყავს?

-დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თითოეული ადამიანის შეფასება და კომპლიმენტი. ისინი მუხტს მაძლევენ, უფრო მოტივირებულს მქმნიან, რომ რაღაც ახალი შევქმნა. ყოველ დღე ახალს ვსწავლობ და მეტად მინდა განვვითარდე.

-არ შეგეშინდა ასე ახალგაზრდას ახალი და დამოუკიდებელი გზის დაწყების?

-არა. რასაც დავისახავ მიზანად, ვცდილობ, პრობლემებისა და წინააღმდეგობის გადალახვით მივაღწიო.

-ვინ არის შენი გულშემატკივარი?

-პირველ რიგში ოჯახი. შემდეგ საქმრო-ცოტნე ლაგვილავა, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას.

-სხვა რა გიტაცებს?

-კულინარია.

-სამომავლო გეგმები?

-ვგეგმავ სალონის გახსნას და მოსწავლების აყვანას. მჯერა, ყველაფერი გამომივა.

მასალა მოამზადა ნონა გოგინავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!