ანა ძიმისტარიშვილი იტალიში შექმნილ მდგომარეობაზე


  • ზუგდიდელი ანა ძიმისტარიშვილი იტალიის ქალაქ მოლტე-ფალკონეში ერთი წელია ცხოვრობს. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ მის ქალაქში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, თუმცა ადგილობრივები მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

ანა ძიმისტარიშვილი: “მე სადაც ვარ, იმ ქალაქში სიმშვიდეა, ყველა მკაცრად იცავს წესებს. აქ არ დაფიქსირებულა ვირუსის ფაქტი, მაგრამ ძალიან სიმკაცრეა, სპეციალური ნებართვის გარეშე გარეთ ვერ გახვალ, “კარაბინერები” აკონტროლებენ ყველაფერს. მეც საერთოდ არ გავდივარ გარეთ. საყიდლებს, რაც შეეხება, თანხას ოჯახი მიგზავნის ნათესავის ხელით, შემდეგ ვრეკავ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, სადაც მოხალისეების ჯგუფი მუშაობს, საყიდლების სიას და თანხას ვახვედრებ და მათ მოაქვთ ყველაფერი… ექიმები აკონტროლებენ ოჯახებს. რამე საეჭვოს თუ ვიგრძნობთ, ვურეკავთ და მოდიან კონტროლზე.

მეზობლებს აივნებიდან ვეხმიანებით. მხოლოდ საყიდლებზე გადიან უახლოეს მაღაზიაში და შეგიძლია სპეციალური ნებართვის გარეშე გახვიდე. აუცილებელია, პირბადე და ხელთათმანები. სავაჭრო ობიექტში მაქსიმუმ 3 ადამიანის შესვლაა შესაძლებელი, დანარჩენები გარეთ ელოდებიან, 2მ დისტანციით. ვინც საჭიროების გამო, ხშირად გადის ქალაქიდან, ყველას სპეციალური ნებართვა იგივე “პერმესო” აქვს.

აქ ბარები, მუზეუმები, მაღაზიები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, ყველაფერი დაკეტილია. პროდუქტებზე ფასები არ მომატებულა. სახლში, სადაც ვიმყოფები, კვირში 3 ჯერ მოდიოდა დამლაგებელი, გუშინ მოვიდა და მითხრა, 30 აპრილამდე ვერ მოვალო, ადგილობრივ გამგეობას გაუფრთხილებია. გამოდის 30 აპრილამდე ვარ “გამოკეტილი” სახლში. ამ ოჯახის შვილები ვერ ჩამოდიან, მილანში ცხოვრობენ. ვესაუბრე და მითხრეს, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობაა მილანში. სახლში არიან გამოკეტილები, მარტო საყიდლებზე დადიან. ბანკიც ყოველ მეორე დღე მუშაობს.

იტალიაში მცხოვრებ ქართველებს ხშირად ვეხმიანები. ზოგი ელოდება ამ ყველაფრის დასტაბილურებას და საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობს. აქ ამბობენ, რომ შესაძლოა, ისევ “აფეთქდეს” ვირუსი და აქ ჩარჩენა არავის უნდა. ზოგი აქ დარჩენას აპირებს, რადგან მათი აზრით, მალე ჩაივლის ეს ყველაფერი. ამ წუთას, როცა თქვენ გწერთ, შემატყობინეს, რომ ჩემთან ახლოს, 30 კმ- ში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა.

რამდენიმე დღეში ჰოსპიტალი ააშენეს. იტალიური მედია ხშირად გადმოსცემს ექიმების თავგანწირვის ამბებს. ვირუსისგან ძალიან ბევრი ექიმია დაღუპული. ქალაქში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილებს. ამბობენ, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს, რაც ყველას ახარებს.  ნახეთ, ალბათ, სოციალურ ქსელში რომის პაპის ფოტო, რომელიც მესას მარტო ატარებს, ამ  ფაქტმა ყველას დაწყვიტა გული. იესო ქრისტეს ჯვარცმაც კი ერთ-ერთ პიაცაზე გადაიტანეს, როგორც თქვეს ამ ჯვარცმამ იხსნა, საუკუნეების წინ, იტალია შავი ჭირისგან. ქვეყანაში კარანტინი 13 აპრლამდე გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა 31 ივლისამდეა. იმედია, მანამდე ყველაფერი დასტაბილურდება და იტალია ჩვეულ ცხოვრებას გააგრძელებს”.

 

.


კომენტარი

  1. სალომე

    საქართველოში მცხოვრები ადამიანი იგებს ინფორმაციას ევროპიდან და შემდგომ ითხოვს იგივეს საქართველში ან ეწინააღმდეგება! გავუფრთხილდეთ მშობლებს რომლებიც შესციცინებენ საინფორმაციოებს და ზედმეტან ნუ ვანერვიულებთ!
    ჟურნალისტიკა ის კი არ არის დააკოპირო და გამოაქვეყნო. ფაქტები ოფიციალურ წყაროებზე უნდა გადამოწმდეს!

    ამ წერილში ნათქვამი “პერმესო”-ს შესახებ, მკითხველთა აფსოლიტურ უმრავლესობას არ გააჩნია ინფორმაცია… ანუ “Permesso di soggiorno” ბინადრობის მოწმობაა, ამ დოკუმენტის გარეშე, ჩვენ “არალეგალები” Covid-19-ი სანამ გამოჩნდებოდა ყოველდღიურად ვრისკავდით გარეთ გასვლას! შესაბამისად პირს რომელსაც არ ააქვს პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი გარეთ ვერ გადაადგილდება!
    რაც შეეხება თარიღებს კარანტინი არის გამოცხადებული 13 აპრილამდე, 31 ივლისამდე საგანგებო მდგომარეობას, ამის შესახებ იტალიის ხელისუფლებას არაფერი განუცხადებია!
    იმედია ყველაფერი ეს გაცილებით ადრე დასრულდება.
    ღმერთი გვფარავდეს ყველა ემიგრანტს, თუ ტურისტს ვინც ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით შუაგულ ევროპაში… ღვთის წყალობით ჯანმრთელად ვიქნებით! საკუთარ თავს, ანას და ყველა ემიგრანტს ჯანმრთელობას და მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!