- შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს საერთაშორისო ტენდერს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
“საზედამხედველო მომსახურება მოიცავს ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გასაწევი სამუშაოების ზედამხედველობას.
ინტერესთა გამოხატვის დეტალური პირობები, ინგლისურ ენაზე განთავსებულია ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1DdugCzekjBAI-OLtk5Bvc5p1UxCs6fuy?usp=sharing
დაინტერესებულმა კომპანიებმა ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბამბის რიგი N7/ზვიად გამსახურდიას სანაპირო N6,
ელ-ფოსტა: zsichinava@asp.gov.ge (ზურაბ სიჭინავა, შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი).
ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 დეკემბერი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.