- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად ანაკლიის მომავლის ბანაკში მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო და ბანაკის „ლიდერებს” შეხვდა, რომელთა გადამზადებაც მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციიით, ანაკლიის მომავლის ბანაკი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს 1 ივლისიდან 13 სექტემბრამდე უმასპინძლებს. ანაკლიის ბანაკში წელს 10 ნაკადი დაისვენებს საუბარია – 2400 ახალგაზრდაზე.
ბანაკში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობების პროგრამაა შემუშავებული.
პროექტს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდული სააგენტო ახორციელებს.
როგორ უნდა ჩავერთო ბანაკში?რა ღირს?რამფენ ხნიანია?რა ასაკიდან შეიძლება?