ანაკლიიის საკარანტინო ზონაში 87 მოქალაქე იმყოფება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 87 პირია მოთავსებული მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

მისი თქმით, 9 პირი მარნეულიდანაა და ანაკლიის საკარნტინო ზონაში ოზურგეთიდან გადმოიყვანეს. “კარანტინში მყოფ არცერთ პირს, მათ შორის, არც მარნეულში მცხოვრებლებს, ინფექციის ნიშნები არ აქვთ. მათ არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ ქალთან, თუმცა არიან რისკზონიდან. რაც შეეხება საავადმყოფოებს, რეგიონში მხოლოდ ფოთში იყო საეჭვო შემთხვევა, თუმცა ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მისი მკურნალობაც შესაბამისად გაგრძელდება,” – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 160-მდე პირის მოთავსებაა შესაძლებელი, ზუგდიდისა და ფოთის საავადმყოფოებში კი, პაციენტების მისაღებად 40-მდე საწოლია მზად. თვითზოლაციაში 358 ადამიანია, 27 კი კარანტინშია გადაყვანილი. გარდა ანაკლიისა, მესტიის საკარანტინო ზონაში ორი ტურისტი რჩება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!