სანდრა რულოვსი ჯანდაცვის მინისტრს ზუგდიდისა და ყვარლის სახლებსა და 10 საწოლს სთავაზობს


  • საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს და ზუგდიდისა და ყვარლის სახლებსა და 10 საწოლს სთავაზობს. მიმართვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნდა.

“ქალბატონო ეკატერინე, ამ გლობალური გამოწვევის პირობებში, როგორც არასდროს გვჭირდება თანადგომა და თანამშრომლობა, რომ COVID-19 კრიზისის შედეგად მინიმალური ზიანი მივიღოთ.ამ ეტაპზე მოგმართავთ სამი წინადადებით: ზუგდიდში, ჩემს საქველმოქმედო ფონდს SOCO-ს, საწყობში აქვს 10 (ათი) საწოლი ჰოლანდიური საავადმყოფოდან (იხილეთ სურათი დანართში). ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ და დროებით სარგებლობაში გადმოგცეთ თქვენს მიერ დასახელებულ დაწესებულებას ამავე ქალაქში ზუგდიდში, მდებარეობს ორსართულიანი სახლი თავისი დიდი ეზოთი, სადაც მოთავსებულია საქველმოქმედო ფონდი SOCO-ს შშმპ ბავშვების დღის ცენტრი (დროებით არ ფუნქციონირებს), სადაც 10 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი (10 საწოლი 6 ცალკე ოთახში)
ასევე შეგახსენებთ ჩემი მეუღლის გაჟღერებული წინადადებას, რომ მზად არის დაუთმოს ყვარელში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც 10 (ათი) ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი COVID-19 კრიზისის დროს
რადგან ამ დღეებში დაბრუნდება უამრავი ემიგრანტი ევროპიდან სამშობლოში, საკარანტინო სივრცედ გამოგადგებოდათ ზემოაღნიშნული ფართები (სადაც ასევე თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალიც განთავსდებოდა). ჩვენი ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას. ღრმა პატივისცემით,სანდრა ელისაბედ რულოვსი”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!