- ანაკლიაში დაგეგმილი ველორბოლა, ამინდის სავარაუდო ცვლილებასთან დაკავშირებით ნაცვლად 30 ივნისისა, 3 ივლისს გაიმართება.
შემოუერთდი ველორბოლას!
ველორბოლა სტარტს აიღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);
დრო- 15:00 სთ
ველორბოლაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია 2 ივლისის ჩათვლით ან მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოცხადდეთ რბოლის სტარტის ადგილზე, რბოლის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 წუთით ადრე. ხოლო ონლაინ დარეგისტრირებული მონაწილეები 3 ივლისს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (შ.რუსთაველის ქ N90) საკუთარი ველოსიპედით (ვლოსიპედების ტრანსოირტირებას ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულამდე უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია)
ველორბოლის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ჯილდოვდებიან:
I ადგილი 1000 ლარით
II ადგილი 800 ლარით
III ადგილი 600 ლარით
ველორბოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
სარეგისტრაციო ფორმას თან ერთვის ველორბოლის დებულება: