ზუგდიდის ბაზარში ძველებური “ზედახორა” არა, მაგრამ ხალხი შესამჩნევად ცოტაა. ფასები გაზრდილია. განსაკუთებით ნიორი “გადედოფლდა”–მისი ფასი 15–16–17 ლარია. იმის მიხედვით ვინ რამდენად და როდის აიღო.
“გუშინწინ ნიორს 12 ლარად ვყიდიდი, დღეს კი, ასაღები ფასი 15 ლარია. როგორ ფიქრობთ როგორ გვყიდი? რატომ მოიმატა და ხალხს ეშინია “იმ რაღაცის” და ნიორს ჭამს. შველისო, უზმოზე უნდა გადაყლაპო თურმე წამალივით”– ემოციურად გვითხრა ერთ–ერთმა მოვაჭრემ, რომელმაც იქვე დაამატა, “კარტოფილის ფასიც მომატებულია, კომბოსტოს, სტაფილოს, სიმინდის, ყველის, ხორცის, ლობიოს და საერთოდ, სადაური ხართთ თქვენ, ამ ბოლო სამ დღეში ამოწყვეტილმა კორონამ ფასები რომ “ააფრინა” არ იცით…”