“კოლხური საოჯახო სამზარეულო” ხვალიდან დაიხურება


  • ზუგდიდში, ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი სასაუზმე “კოლხური საოჯახო სამზარეულო”, ხვალიდან გაურკვეველი დროით დაიხურება.

“კოლხური საოჯახო სამზარეულოს” მენეჯერი ფატიმა ყუფუნია “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ უკვე კვირაზე მეტია შემცირდა სასადილოში კლიენტების რაოდენობა. “მიუხედავად იმისა, რომ დროულად ვატარებთ დეზინფექციას და მომხმარებლებს ყველანაირ პირობებს ვუქმნით, იძულებული ვართ, უსაფრთხოების მიზნით დავხუროთ სასადილო.”
ფატიმა ყუფუნიამ არ იცის რამდენი ხანი დახურავენ კვების ობიექტს. ფიქრობს, რომ გაუჭირდება თანამშრომლების ხელფასის გაცემა. “ნამუშევარს რა თქმა უნდა, გავცემთ, მაგრამ ალბათ ვერ შევძლებთ მათ შენახვას იმ პერიოდში, როცა არ ვიმუშავებთ და შემოსავალი არ გვექნება.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!