ამირან გამყრელიძე – ტრანსპორტში უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია და გამოვიყენოთ პირბადე


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება.

​”ერთადერთი მთავარი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის არის ისევ და ისევ სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის დაცვა. პირბადე გახლავთ სწორედ სოციალური დისტანცირების შემადგენელი და ასევე, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის ატრიბუტი. ამიტომ, აუცილებელი იქნება მომავალი თვეებისა და წლის განმავლობაში პირბადის ხმარება. ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ.

აუცილებელი იქნება იგივე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც ზეგიდან ამუშავდება, დავიცვათ სოციალური დისტანცია; აუცილებელი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ხმარება. აუცილებელი იქნება ხელების დამუშავება სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებით. – განუცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.