ამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს.

“განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება უმაღლეს საწავლებლებს, ამირან გამყრელიძის მთავარი რეკომენდაციია, რომ როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა პირბადე ატარონ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.