ამირან გამყრელიძე – ველოდებით „სინოფარმის“ დამატებით 100 000 დოზას

  • ძალიან მალე ველოდებით „სინოფარმის“ დამატებით 100 000 დოზას, მანამდე მინდა განვმარტო, რომ მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა „სინოფარმით“ ვაქცინაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“შემოვა მეორე პარტია და ველოდებით დამატებით 100 000 დოზა „სინოფარმს“, მანამდე მინდა განვმარტო, რომ მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა. ვისაც პირველი აცრა აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება. მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, შეუძლია ჯავშნის გარეშე მოვიდეს და აიცრება მეორე აცრაზე. ჩვენ ვთავაზობთ, ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, აიცრან „სინოვაკით“, იგივე დამცველობითი უნარი აქვს, რომელიც გვაქვს საკმაოდ და უკვე 100 000-მდეა „სინოვაკზე“ აცრა”…-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.