- აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ “ქართული ოცნება” დატოვა. მასთან ერთად “ქართული ოცნება” დატოვა კიდევ ხუთმა დეპუტატმა-ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.
ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.