აბიტურიენტობა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად


  • წელს, საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებულ პროექტს ახორციელებს – უფასო ონლაინ მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, რაც თავის თავში მოიცავს როგორც სწავლებას, აგრეთვე იმიტირებული გამოცდების ჩაბარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტს უკვე აქვს გამოცდილება მსგავსი პროექტის მართვის და ამჯერად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ყველა შეთავაზება სრულად მოერგო ონლაინ პლატფორმას.

ამ შეთავაზებების შესახებ, დეტალურად, უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია გვესაუბრა.

თუ შეიძლება, დეტალურად რომ გვითხრათ, რას სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს?

-დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი არახალია და მსგავსი შეთავაზებები მუდმივად გვაქვს აბიტურიენტებისათვის, რათა გაუმარტივდეთ გამოცდების ჩაბარება. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მივცეთ საშუალება მოემზადონ გამოცდების ჩასაბარებლად და ეს მომზადება არ გულისხმობს მხოლოდ თეორული ცოდნის გაზიარების პროცესს. მათ მუდმივად ვთავაზობთ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ გამოცდებში, სადაც ეროვნული გამოცდების იდენტურ ტესტებს წერენ და ეს უადვილებთ ადაპტაცის პროცესს.

შარშან, ამ პროექტში, ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს. წელს, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მოსამზადებელი კურსები სრულად მოვარგეთ ონლაინ სივრცეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ აბიტურიენტს ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეეძლება ისარგებლოს ონლაინ გაკვეთილებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩვენი უნივერსიტეტის კომპეტენტური ლექტორები არამარტო წარმართავენ მეცადინეობებს, აგრეთვე შეადგენენ და შეასწორებენ იმიტირებულ ტესტებს. აბიტურიენტებისთვის, აგრეთვე გაიმართება ონლაინ ჩართვები, საიდანაც მიიღებენ რჩევებს, გამოცდების წერის გასამარტივებლად.

საქართველოს უნივერსიტეტის ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტებს სჭირდებათ მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის გავლა, საგაკვეთილო ჯგუფში დასარეგისტრირებლად, შემდგომ კი, ნებისმიერი ლოკაციიდან შეძლებენ დასწრებას. მეცადინეობები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გაგრძელდება და სრულად მოიცავს იმ მასალას, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ.

აქვე მინდა დავამატო, რომ გარდა მოსამზადებელი კურსისთვის შექმნილი ტესტებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება ონლაინ რეჟიმში გაშვებულ ტესტებზე იმუშაოს და საკუთარი ცოდნა გადაამოწმოს, ეს როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, გამოცდებისთვის ადაპტირებას შეუწყობს ხელს და გაუმარტივებთ მომზადების პროცესს.

იმედი მაქვს, რომ ამით, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შევუმსუბუქებთ გამოცდებისათვის მოსამზადებელ პროცესს, წელსაც, ვირუსის გამო შექმნილ რთულ პერიოდშიც. ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს უნივერსიტეტის სახელით, ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!