უბინაოდ დარჩენილმა ორმა დევნილმა შიმშილობა დაიწყო


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 46 წლის ჟანა ცაცუამ და 61 წლის სოციალურად დაუცველმა მანანა ფრუიძემ პროტესტის ნიშნად დევნილთა სამმართველოში შიმშილობა დაიწყეს. დევნილი ჟანა ცაცუა ამბობს, რომ მას ცხრა ქულა აქვს, ბინას  ელოდებოდა ბარამიას ქუჩაზე 12 სართულიან კორპუსში, მაგრამ გამოქვეყნებულ სიაში ვერ მოხვდა. ის ამბობს, რომ ქულები არაობიექტურად არის განაწილებული.

ქალბატონს თნ ახლდა არასრულწლოვანი ბავშვი. ის სამმართველოსთან თავის დაწვით იმუქრება. „თავისუფლების ქუჩაზე, ქირით, 25 წლია ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. ოჯახის არცერთი წევრი არ ვმუშაობთ და ვერ ვიხდით ქირას, ავადმყოფი ვარ. მეუღლე მეომარია ელგუჯა ზაქარაია ოჩამჩირიდან. მეომრის საბუთიც ვერ მოიძიეს. სამმართველოში კონკრეტულად არავინ არაფერს მეუბნება. აქედან არ წავალ მანამ, სანამ ჩემი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული’’- ამბობს დევნილი ცაცუა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gCLDnSJZKmw[/embedyt]

დევნილ მანანა ფრუიძეს ცერემბლარული დამბლით დაავადებული შვილიშვილი ჰყავს. ის ამბობს, რომ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს ოჯახის ოთხ წევრთან ერთად. უსახსრობის გამო, ვერ ახერხებს ბავშვი ექიმთან მიიყვანოს. „ხალხს ორი ბინა აქვს, სახლ-კარი აქვთ, მანქანები, ოჯახის არცერთი წევრი არ ყავთ ავადმყოფი და მათ გადაეცათ ბინები. მივუყვან ჩემს ავადმყოფ ბავშვს მინისტრებს და იმათ მოუარონ.’’- განაცხადა ფრუიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=98wnsHwOe3c[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!