ზუგდიდის შიდა გზებზე მოძრაობა შეზღუდულია


დილიდანვე, ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტილია. მოსახლეობას ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად შემოვლითი გზებით უწევს გადაადგილება. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მაია ღუბელაძის განცხადებით: “ ქალაქში სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტები 2014 წლიდან ხორციელდება.

მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობისა და წყლის სისტემის სარეაბილტაციო სამუშაოები, რაც, ბუნებრივია, აზიანებს გზის საფარს. ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა, ამჟამად, გზების სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.” ღუბელაძის ინფორმაციით, გზები სრულად არ იკეტება. მოძრაობა იზღუდება იმ ადგილებში მცირე დროით, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ქვეითი მოქალაქეები, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ფიქრობენ, რომ მსგავსი სამუშაოების შესრულება  ქალაქის ხელმძღვანელობას უნდა  უზრუნველეყო არა დილით და სამუშაო საათებში, არამედ ღამის საათებში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!