საკრებულოს დეპუტატის ინიციატივა


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატმა თენგიზ ხარჩილავამ გაიხსენა 1999 წლის 30 მარტის ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დადგენილება, სადაც საუბარი იყო, რომ გამსახურდიას ხსოვნასთან დაკავშირებით დაგეგმილიყო მთელი რიგი ღონისძიებები

მათ შორის, ქალაქ ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლას უნდა წოდებოდა ზვიად გამსახურდიას სახელი, რომელიც დღესაც არ არის შესრულებული. თენგიზ ხარჩილავამ თხოვნით მიმართა კოლეგებს, ეს საკითხი ოქმში შეეტანათ. „შემოდგომაზე, როდესაც სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას, მაშინ სკოლიდან უნდა შემოვიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით წერილი, რომ ეს არ დაიკარგოს და ცხოვრებაში ამას ხორცშესხმა მიეცეს.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=F6gdGfX11PE[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!