ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოზე!


დღეს, 20 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანმამშრომლებმა დაასუფთავეს დარჩელი, ტელმანი, დიდინეძის ტრასა და მდინარის კალაპოტი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” მადლობას უხდის ცენტრის ბრიგადირებს: ალბერტ წურწუმიას, ლაშა ქალდანს, ჯეირან გერანტიასა და თითოეულ მუშას საქმის კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შესრულებისთვის. ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოზე!
ეს ჩვენი მოვალეობაა!

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!