“ენმ” ამბობს, რომ “ოცნება” უკვე ცდილობს არჩევნების გაყალბებას


“2 სექტემბერს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა, სადაც აირჩიეს საუბნო კომისიების „ვითომ“ საინიციატივო წევრები. რეალურად აირჩიეს ადამიანები, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“  წევრები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს არჩევნები გააყალბოს”.

 – უთხრა ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე „ენმ“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ. ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უჩვენა უკვე არჩეული კომისიის 108  წევრის სია. წითლიძის ინფორმაციით, ეს ადამიანები რეალურად არიან „ქართული ოცნების“ წევრები. მათ შორის არის, მათი ლიდერის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ლაშა გოგიას ბიძა. ანა წითლიძე ამბობს, რომ კახათში მთლიანად ყველა საარჩევნო უბანი დაკომპლექტებულია კახათის რწმუნებულის ოჯახის წევრებით. მისი თქმით, საინიციატივოდან არჩეული წევრები არიან პროკურორ ნონა თოლორაიას ოჯახის წევრები და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას ოჯახის წევრები. „ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არანაირი საინიციატივოს წევრები ამ არჩევნებზე კომისიებშში არ იარსებებს, რეალუარდ კომისიებში, საინიციატივოდან გასული წევრებიც არიან „ქართული ოცნების“ პარტიის წევრები და მათი აქტივისტები “ოცნებას” სჭირდება იმისთვის, რომ მათ ჰყავდეთ სრული უმრავლესობა უბნებზე“.  „ენმ“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის განმარტებით, სია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მიაწოდეს „ქართული ოცნების“ შტაბიდან და მისცეს დირექტივა, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ საინიციატივოდან გაყვანილები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pGKfMFJDoQ4[/embedyt]

თავის მხრივ, ზუგდიდის #67 საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ გამოცხადებული იყო საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი. მირანდა მესხის განმარტებით, აბსოლიტურად ვინც არჩეულია არის საარჩევნო გამოცდილების  მქონე, საარჩევნო ადმინისტრატორის კურსდამთავრებული, აქვს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი. არცერთი არჩეული პირი არ წარმოადგენს პარტიის წევრს. ამის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი ჩვენ არ გაგვაჩნია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=JGH0R5JDR_k[/embedyt]

აღნიშნულ საკითხთზე ჩვენ დავუკავშირდით „ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელს დავით კოდუას, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან მაიზერ ნანავასთან გადაგვამისამართა. მაიზერ ნანავა ამბობს, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“. „ჩვენ მარტო დავაკომპლექტეთ ჩვენი პარტიის საუბნო საარჩევნო-კომისიის წევრები. დანარჩენი ჩვენი დასაკომპლექტებელი არ არის. კონკურსის წესით არჩევს საოლქო საარჩევნო კომისია. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წამსვლელია, მორიგი პროვოკაცია და ცილისწამებაა მათი მხრიდან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩვენ ვაკომპლექტებთ მარტო პარტია „ქართული ოცნების“ საუბნო საარჩევნო კომისიებს. რაც შეეხება ნათესავურ კავშირს, ყველას შეუძლია საარჩევნო კომისიაში  მივიდეს, მიიტანოს განცხადება და მიიღოს კონკურში მონაწილეობა. სხვათაშორის, შეეძლო ჩემს მეუღლესაც  მისულიყო, მაგრამ  მე ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და ჟურნალისტების სააპელირო მასალა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!