ბინები დევნილებისთვის და პროტესტი ჰიპოტენზიური საშუალებების ტოქსიური ეფექტით


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებლ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნა იმ ოჯახის სია, რომლებიც ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებენ. სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი დაიხურება. მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი სტამბის ორი შენობა და სოფლებში – რუხის, კახათის, შამგონას საბავშვო ბაღები.

გამოქვეყნებული შედეგით უკმაყოფილო იძულებით გადაადგილებული პირები სამინისტროს ტერიტორიული სამმართველოს ზუგდიდის ოფისში შეიკრიბნენ და გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა ქ. ჩ. -მ, იმის გამო, რომ ბარამიას ქუჩაზე, დევნილებისთვის აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინა ვერ მიიღო, პროტესტის ნიშნად, წნევის დამწევი აბები დალია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი სამმართველოდან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში გადაიყვანა.

თვითმკვლელობის მცდელობით, ზუგდიდში, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მოთავსებული დევნილი ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, – განუცხდა ჟურნალისტებს ექიმ-ტოქსიკოლოგმა ქეთინო წყაროზიამ. „შემოყვანილია პაციენტი ჰიპოტენზიური საშუალებების ტოქსიური ეფექტით, მიმდინარეობს პაციენტის შესამაბისი მკურნალობა და გამოკვლევები“, – განაცხადა ექიმმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=d9127vHFd0Q[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!