- აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
არჩეული პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ცოლმა, ჯილ ბაიდენმაც გაიკეთა.
ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი მიზანია, ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 100 მილიონი ადამიანი აიცრას.