“ზუგდიდელებს” სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე გამოჩნდა იმ “ცნობილ” სპორტსმენთაგან ერთ-ერთი, რომელიც კორცხელის მოვლენებში იღებდა მონაწილეობას. როგორც წყარო გვატყობინებს, სპორტსმენი გარკვეული პერიოდი იყო უბანზე და შემდეგ დატოვა იქაურობა.
ჯიხაშკარს სტუმრობენ: მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური, აკაკი ბობოხიძე, გია გულორდავა. აქ არიან მედიისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები. როგორც 79-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მირცხულავა ამბობს, ამ დროისათვის სრული სიმშვიდეა უბანზე, ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია. ასევე მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბანში.
დღეს, 22 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ საარჩევნო უბანში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. თუ რომელიმე კანდიდატმა გადალახა 50 პროცენტი, არჩევნების მეორე ტური არ შედგება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.