დღეს, “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგი გამართა. ჟურნალისტებთან საუბარში მან ყურადღება გაამახვილა იმ შემთხვევაზე, რომ მას როგორც მოქალაქეს და როგორც მშობელს, არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი სიტყვა და პოზიცია დაეფიქსირებინა დაეფიქსირებინა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ჯგუშიამ ცალსახად აღნიშნა, რომ ზუგდიდელები არ დადგებიან “ლგბტ” პირების მიერ დაგეგმილ აქციაზე და არც არაფრისთვის სჭირდებოდა ის მიკროფონი, რომესლსაც მას “ლგბტ” პიროვნება მიაწოდებდა. ბრიფინგის საკმაოდ ვრცელი დრო დაუთმო ჯგუშიამ მის დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ტიპის დაბალანებულ ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებას და პოლემიკაშიც შევიდა ჟურნალისტებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=e5tavgmAcbs[/embedyt]
მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ლიდერს, თენგის ჯგუშიას, გუშინ გამართული აქციის ორგანიზატორებმა, უფლება არ მისცეს აქციაზე სიტყვით გამოსულიყო, იმ მიზეზით, რომ ეს აქცია არ არის პოლიტიკური.