ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის განმავლობაში, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ ქართული წარმოშობის ხორბლის შეძენას, რის შემდეგაც, აღნიშნულ საქონელს რეალიზაცია უკეთდებოდა როგორც რუსული წარმოშობის ხორბალი, რა გზითაც შემძენი კომპანიები იღებდნენ დღგ-ს ყალბ ჩათვლებს.
დადგენილია, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად, კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310 714 ლარის ოდენობის დღგ-ს ჩათვლა.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად, დღგ-ს აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად იქნა გაუქმებული.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!