- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი მოინახულა, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა და შემდეგ მსოფლიოში გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ ბაზარი ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს მას შემდეგ დახურა, რაც კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
ჯანმო-ს ექსპერტები, მომდევნო დღეების განმავლობაში ვუჰანის ბაზრებს, ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებს მოინახულებენ. ისინი ასევე შეხვდებიან კორონავირუსით პირველად ინფიცირებულ პაციენტებს.