ჯანმო – ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა


  • ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-ს განუცხადა.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ჰარისმა აღნიშნა, რომ ევროპაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მესამედით გაიზარდა.

„სამწუხარო ის არის, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ბევრი მძიმედ ავადმყოფი ადამიანი ხვდება და ბევრ ქვეყანაში საავადმყოფოები ძალიან მალე ივსება პაციენტებით,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი განმარტებით, ორგანიზაცია მომავალში ფატალური შემთხვევების მკვეთრ ზრდას არ ელოდება და ამას ორი ფაქტორი განსაზღვრავს: პირველი ის, რომ საავადმყოფოებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და უკეთ ერკვევიან იმაში, თუ რა ხდება და მეორე, ბოლო დროს დაინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან და მათში დაავადების გართულება ნაკლებად მოსალოდნელია.

მარგარეტ ჰარისი აცხადებს, რომ ევროპაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა საფრანგეთზე, ესპანეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ნიდელანდებსა და რუსეთზე მოდის.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!